13.12.2024 | 02:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე: "ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პოლიტიკოსები ამბობდნენ, რა მოხდება თუ ქართული ტანკები ცხინვალისა და სოხუმისკენ დაიძვრებიან - ამას არ გამოვეპასუხოთ?! - თუ ჩამითვლით, რომ ეს ვინმეს მიმართ თავდასხმაა, დაე ასე იყოს!"

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პოლიტიკოსები ამბობდნენ და ხმამაღლა მსჯელობდნენ, რა მოხდება თუ ქართული ტანკები ცხინვალისა და სოხუმისკენ დაიძვრებიან - ამას არ გამოვეპასუხოთ და არ ვთქვათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არ იქნება?! - თუ ჩამითვლით, რომ ეს ვინმეს მიმართ თავდასხმაა, დაე ასე იყოს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძემ დღეს რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ასეთი მანკიერი ტენდენცია შეიძლება ევროპაში არსებობს, რასაც წინ უნდა აღვუდგეთ, რადგან რუსეთთან ომი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

კითხვაზე, რატომ უკავშირებს "ქართული ოცნება" ომს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმიღებას, სარჯველაძემ განაცხადა, რომ დღეს რუსეთის აგრესიის უშუალო მსხვერპლი უკრაინაა, მოლდოვას აქვს უზარმაზარი პრობლემები, მათ შორის მდებარეობისა და ლტოლვილთა ნაკადის გამო. რაც შეეხება საქართველოს, სარჯველაძის თქმით, "საბედნიეროდ საქართველოში ომი არ არის და შესაბამისად, ისეთივე ურგენტული საჭიროება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა, არ არსებობს".

"ახლაც გავიმეორებ: - დღემდე მგონია, ვფიქრობ, რომ (ეს არის ლოგიკური და დამაჯერებელი არგუმენტაცია) არსებობენ პოლიტიკური ძალები - არამხოლოდ საქართველოში, რომლებსაც აქვთ სურვილი და მსოფლიოს ახალ მოწყობას ასე ხედავენ, რომ კარგი იქნება ვინმესთვის ან პროცესების მიმდინარეობისთვის, რომ საქართველომ ომი გამოაცხადოს. ეს საქართველოსთვის კარგი არ იქნება. საუბედუროდ ასეთი ძალები არსებობენ. ამაზე შეგვიძლია აბსოლუტურად დამაჯერებლად ვისაუბროთ, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გამოხატული პოზიცია მოგვისმენია. რატომ ითვლება ეს რომელიმე ევროპარლამენტარზე თავდასხმად, ჩემთვის გაუგებარია. ამიტომ არავითარი ცვლილება რიტორიკაში, როგორც წარმოჩენასაც ცდილობენ, სახეზე არ გვაქვს. დღესაც ვიმეორებ, რომ შეიძლება არსებობდნენ ძალები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სწორი იქნება თუ საქართველო დაიწყებს ომს. ეს მცდარი და საქართველოსთვის დამღუპველი აზრია. ბუნებრივია ამას ყოველთვის წინ აღვუდგებით, მაგრამ რატომ ითვლება, რომ ეს გინდა თუ არა ევროკავშირის რომელიმე დეპუტატზე თავდასხმაა?!

კონკრეტულად არავისზე მითქვამს, რომ ეს მისი აზრია, თუმცა ასეთი ზოგადი ტენდენცია და მოსაზრება ევროპაში რომ არსებობს, შემიძლია ამაზე დანამდვილებით და დამაჯერებლად ვისაუბრო - იყო ზოგიერთი პოლიტიკოსის გამოხმაურებები, რომლებიც რუსეთის მიერ წამოწყებული აგრესიის ანალიზისას სვამდნენ კითხვას, რა მოხდება თუ ქართული ტანკები სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით დაიძვრებიან? ხომ გაჩნდა ასეთი იდეა?! არ ვთქვათ, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის დასაშვები არ არის?!" - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის გადაცემები