13.12.2024 | 02:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ოლივერ ვარჰეი: "ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროპა მივცეთ"

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ღრმაწყლოვანი ციფრული კაბელი, რომელიც დააკავშირებს ჩვენს ძირითად ქსელებს. აქაც მუდმივი კავშირი დამყარდება ჩვენ შორის, - ამის შესახებ საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს ამ მიმართულებით "ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ".

"ეს იქნება პირველი უმსხვილესი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ და შედეგებს მალევე დავინახავთ. იმედი მაქვს შევძლებთ დავაჩქაროთ მუშაობა ღრმაწყლოვან ელექტროკაბელთან დაკავშირებით და ასევე იმედი მაქვს, რომ მომავალში გამოჩნდება კიდევ ახალი იდეები. ასევე რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს ელექტროენერგიის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს შექმნის. ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ მიმართულებთ, რათა შევისწავლოთ ეს შესაძლებლობა და ვნახოთ როგორ შეიძლება გავაფართოვოთ ჩვენი პარტნიორობა.

სხვა ფლაგმანური პროექტების მიმოხილვით, ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე დაიწყო მუშაობა და ჩვენ ვართ ამ პროცესის მონაწილე. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება არამარტო შავი ზღვის, არამედ სხვა მიმართულებების დამაკავშირებელი და ვაჭრობა გაიზრდება, როგორც ოდესღაც ყოფილა ჩვენ რეგიონებს შორის. ყველა პროექტის ფონზე მიმაჩნია, რომ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და საქართველოს მოქალაქეებს ევროპა რომ მივცეთ", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

დღის გადაცემები