26.04.2024 | 10:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
META ტრამპის ფეისბუკისა და ინსტაგრამის ანგარიშებს აღადგენს

კომპანია Meta, რომელიც ფლობს  Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს, აცხადებს რომ შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფეისბუკისა და ინსტაგრამის პროფილებს აღადგენს. ამის შესახებ კომპანიის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტმა ნიკ კლეგისმა განაცხადა. 

"ისევე, როგორც ფეისბუკის ან ინსტაგრამის ნებისმიერი სხვა მომხმარებელი, ტრამპიც ექვემდებარება ჩვენი საზოგადოების სტანდარტებს.

თუ ტრამპი გააგრძელებს კონტენტის გამოქვეყნებას, რომელიც დაარღვევს წესებს, ის წაიშლება და მისი ანგარიში შეჩერდება ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით", - აღნიშნა კლეგისმა. 

დონალდ ტრამპის ანგარიშები სოციალურ ქსელებში კაპიტოლიუმში 2021 წლის 6 იანვრის არეულობის შემდეგ დაუბლოკეს. 

კლეგისმა თქვა, რომ ტრამპის პროფილების დაბლოკვა საგანგებო ვითარებაში კარგი გადაწყვეტილება იყო. 

დღის გადაცემები