27.04.2024 | 05:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"სიენენის" ცნობით, დენის შმიგალმა ლოიდ ოსტინს დამატებითი სამხედრო დახმარება სთხოვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პენტაგონის ხელმძღვანელს, ლოიდ ოსტინს დამატებითი სამხედრო დახმარება სთხოვა, – ამის შესახებ "სიენენი" წერს.

"ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, მაგრამ მიზანს რომ უფრო სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით მივაღწიოთ, უკრაინას მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება", – აღნიშნა შმიგალმა და დაამატა, რომ უკრაინას განსაკუთრებით "F-15"-ისა და "F-16"-ის ტიპის გამანადგურებლები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ესაჭიროება.

ოსტინმა პირობა დადო, რომ ამერიკა გააფართოებს შეერთებულ შტატებში სამხედრო ტექნიკის წარმოებას, რათა მეტად დაეხმაროს უკრაინას.

აშშ-ში ვიზიტამდე უკრაინის პრემიერ-მინისტრი კანადაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში კანადამ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება გადასცა.

დღის გადაცემები