19.04.2024 | 12:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კონგრესმენი რონი ჯექსონი: "ამერიკელი ხალხი აღარ ენდობა იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს"

"რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა, რონი ჯექსონმა განაცხადა, რომ ამერიკელი ხალხი აღარ ენდობა იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში რეიდი ჩატარდა.

"ისინი დონალდ ტრამპს პრეზიდენტის ფიცის დადებამდე დევნიდნენ და არ ჩერდებიან. მის პირად სივრცეში შეიჭრნენ და 9 საათის განმავლობაში ეძებდნენ ყველაფერს, რაც მის წინააღმდეგ გამოადგებოდათ. ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ამან თითოეული ამერიკელი უნდა აღაშფოთოს. გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და იუსტიციის დეპარტამენტს აღარავინ ენდობა. [...] ამერიკელი ხალხი ამ უწყებებს აღარ ენდობა", - აღნიშნა "რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა.

11 აგვისტოს, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ პირადად დაამტკიცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარების ორდერი.

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

დღის გადაცემები