23.04.2024 | 12:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ანატოლი ანტონოვი: "ამერიკულ თვითმფრინავებს რუსეთის საზღვართან არაფერი ესაქმებათ"

შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი აცხადებს, რომ რუსეთს შეერთებულ შტატებთან დაპირისპირება არ სურს, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ ამერიკულ თვითმფრინავებს რუსეთის საზღვართან "არაფერი ესაქმებათ".

"წარმოგიდგენიათ, ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი მოულოდნელად ნიუ-იორკთან ან სან-ფრანცისკოსთან რომ გამოჩენილიყო? წარმოგიდგენიათ ამერიკული პრესის, პენტაგონის რეაქცია ასეთ დრონზე? როგორი დრონი იყო? დაფიქრდით ამაზე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტში დამიბარებთ. ეს არის მრავალფუნქციური [დრონი], დარტყმის შესაძლებლობით. მითხარით, როგორი რეაგირება ექნება ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მათ საზღვრებთან ასეთი საფრთხის გაჩენაზე?"- აღნიშნა ანტონოვმა, რომელიც ამერიკული დრონის შავი ზღვის თავზე ჩამოგდების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს.

მისი თქმით, რუსმა მფრინავებმა პროფესიონალურად იმოქმედეს, ამერიკულ დრონთან უშუალო კონტაქტი არ მომხდარა და მის წინააღმდეგ იარაღი არ გამოუყენებიათ.

"ვფიქრობ, უკეთესია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში განვიხილოთ თანამშრომლობის გზები, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან ამ ბოლო დროს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ქმედებებთან დაკავშირებით მათ პროტესტს ეხება. რუსეთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული კონფრონტაციით. რუსული მხარე დაინტერესებულია აშშ-სთან პრაგმატული ურთიერთობებით, როგორც რუსი, ასევე ამერიკელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ანტონოვმა.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი შავ ზღვაში ჩამოვარდა. პენტაგონის განმარტებით, დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ მისიას ასრულებდა, როდესაც რუსული Su-27 ტიპის ორი გამანადგურებელი მისთვის დაბრკოლების შექმნას შეეცადა.

დღის გადაცემები