03.05.2024 | 23:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კონგრესმენი სპარცი: "ბევრ "რესპუბლიკელ" და "დემოკრატ" კონგრესმენს კითხვა უჩნდება, როგორ იხარჯება უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სახსრები"

ამერიკელმა კონგრესმენმა, ვიქტორია სპარცმა განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ უარყო მისი წინადადება აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით. ამის შესახებ კონგრესმენმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"პრობლემა ერმაკი [უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი] არ არის. თქვენს ქვეყანაში არსებობს პრობლემები, რომლებიც არ გვარდება და როდესაც მე ვკითხულობ, რატომ არ გვარდება ეს პრობლემები, ჩვენი ხალხი მეუბნება, რომ ერმაკის გამო. სწორედ ამიტომ წამოიწია ეს საკითხი", - აღნიშნა ვიქტორია სპარცმა.

ვიქტორია სპარცმა ასევე აღნიშნა, რომ მას და ბევრ 'რესპუბლიკელ" და "დემოკრატ" კონგრესმენს კითხვა უჩნდება, როგორ იხარჯება უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სახსრები, რადგან ამჟამად არ არსებობს სისტემა, რომელიც ამის გადამოწმების საშუალებას იძლევა.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რასაც გაძლევთ, დაიხარჯოს იქ, სადაც საჭიროა და თქვენმა სამხედროებმა ის მიიღონ. არ გავახმაურებ დეტალებს, თუ ამას ვიტყვი, რუსეთი ისეთ პროპაგანდას დაიწყებს, რომ თქვენ პრობლემები შეგექმნებათ", - აღნიშნა მან.

დღის გადაცემები