19.04.2024 | 23:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი - "დემოკრატებს" სურთ, ამერიკა კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად გადააქციონ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, "დემოკრატებს" ამერიკა კომუნიზმისკენ მიჰყავთ.

"დემოკრატებს" სურთ, ამერიკა კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად გადააქციონ. მივმართავ ყველა ლათინო ამერიკელს ფლორიდასა და მთელს მიწაზე, მოგესალმებით გაშლილი ხელებით ჩვენს პარტიაში", - განაცხადა ტრამპმა მაიამიში ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს.

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენოს.

"ალბათ ისევ მომიწევს ამის გაკეთება, მაგრამ თვალყური ადევნეთ", - მიმართა ტრამპმა ამომრჩეველს.

შეგახსენებთ, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება. მედიის ინფორმაციით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ დემოკრატები, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაკარგავენ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 40 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

დღის გადაცემები