24.04.2024 | 04:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ უკრაინას 1.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 1.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც Himars-ის 18 საარტილერიო სისტემას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს საბრძოლო მასალებს, სხვადასხვა ტიპის დრონების საწინააღმდეგო სისტემებსა და სარადარო სისტემებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 16.2 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.

დღის გადაცემები