24.04.2024 | 10:16
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯონ კირბის განცხადებით, აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მიწოდებას დააჩქარებს

აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას დააჩქარებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, აშშ-მა უკვე დაიწყო NASAMS-ის პირველი ორი სისტემის მიწოდების პროცესი და იგი "უახლოეს მომავალში" დასრულდება.

მან ზუსტი თარიღები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ "უდავოდ დაინტერესებულია" სისტემების მიწოდების დაჩქარებაში.

ინფორმაციისთვის, უკრაინისთვის NASAMS ჰაერსაწინააღმდეგო ორი სისტემის მიწოდების შესახებ შეერთებულმა შტატებმა ივლისის დასაწყისში დააანონსა. სექტემბერში კი პენტაგონში განაცხადეს, რომ პირველი ორი კომპლექსი უკრაინას მომდევნო ორი თვის განმავლობაში გადაეცემა.

დღის გადაცემები