24.04.2024 | 18:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ კანზას-სიტიში აშშ-ის ორი მოქალაქე რუსეთში ამერიკული საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნის გამო დააკავეს, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

59 წლის კირილ გრეგორი ბუიანოვსკის და 55 წლის დუგლას რობერტსონს რამდენიმე ბრალდება ემუქრებათ, მათ შორის კონტროლირებადი საქონლის ექსპორტი ლიცენზიის გარეშე, ელექტრონული საექსპორტო ინფორმაციის გაყალბება და აშშ-ის კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ საქონლის კონტრაბანდა.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულების კომპანია KanRus Trading Company-მა გაყიდა და დააინსტალირა დასავლური ელექტრონული აღჭურვილობა თვითმფრინავებისთვის, და სავარაუდოდ აღჭურვილობა რუსულ კომპანიებს მიჰყიდა და რუსულ თვითმფრინავებს ტექნიკურ მომსახურებას უწევდა.

პროკურატურის განმარტებით, აშშ-ის სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით, ბუიანოვსკი და რობერტსონი მალავდნენ ვინ იყვნენ მათი კლიენტები, მალავდნენ პროდუქციის რეალურ ფასს და მათ უცხოური საბანკო ანგარიშების საშუალებით უხდიდნენ.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის მთავრობამ რუსეთში გადაზიდვებზე დამატებითი სანქციები დააწესა.

დღის გადაცემები