26.04.2024 | 07:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები დაიწყება

აშშ-ში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები დაიწყება. არჩევნების შედეგები გადაწყვეტს შეინარჩუნებენ "დემოკრატები" უმრავლესობას, თუ პარლამენტში კონტროლი "რესპუბლიკელებს" გადაეცემათ.

აშშ-ის მოქალაქეები აირჩევენ 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის 35 წევრს. გარდა ამისა, 36 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ. ამერიკის 50 შტატიდან თითოეული სენატში ორი სენატორით არის წარმოდგენილი, რომლებსაც ექვსწლიანი ვადით ირჩევენ.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით, 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. არჩევნების ოფიციალური შედეგები 29 ნოემბერს გახდება ცნობილი.

მედიის ინფორმაციით, კონგრესში მმართველი ძალების შეცვლამ შესაძლოა, ქვეყნის სამომავლო პოლიტიკაც შეცვალოს, მათ შორის უკრაინასთან მიმართებით.

დღის გადაცემები