22.04.2024 | 23:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
შეერთებული შტატების სენატმა, უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარება, ხანგრძლივი და მწვავე დაპირისპირების შემდეგ დაამტკიცა

შეერთებული შტატების სენატმა, უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარება, ხანგრძლივი და მწვავე დაპირისპირების შემდეგ დაამტკიცა. ფინანსური დახმარება განისაზღვრა დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგაც.

  • დახმარების პაკეტი პენტაგონისთვის თითქმის 20 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს, სამი მილიარდით მეტს, ვიდრე თეთრი სახლი თავდაპირველად ითხოვდა.
  • მათ შორის 6 მილიარდი დოლარი პირდაპირი უსაფრთხოების დახმარებისთვისაა განკუთვნილი და 9 მილიარდი დოლარი პენტაგონის მიერ უკრაინაში გაგზავნილი იარაღის საწყობების შესავსებად;
  • გარდა ამისა, პაკეტში შედის 4 მილიარდი დოლარი უკრაინისა და ომის შედეგად დაზარალებული სხვა ქვეყნებისთვის, იარაღის შეძენაში დახმარებისთვის;
    8,8 მილიარდი დოლარი უკრაინის პირდაპირ ეკონომიკურ მხარდაჭერას, ასევე საელჩოს გახსნას, ომის დანაშაულის დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვებასა და ბირთვული საწვავის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად მიმართული ზომების დაფინანსებას ითვალისწინებს.
დღის გადაცემები