13.12.2024 | 02:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ლიეტუვა ნატო-ს წევრია, ჩვენ მხარს ვუჭერთ მას

ლიეტუვა ნატო-ს წევრია და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, უჭერს თუ არა შეერთებული შტატები მხარს ლიეტუვის მიერ სანქციების აღსრულებას და დაუჭერს თუ არა ლიეტუვას მხარს რუსეთის მხრიდან რაიმე საფრთხის შემთხვევაში.

მისი თქმით, ლიეტუვა ნატოს წევრია და მხარს უჭერენ ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

"ეს მოიცავს, რა თქმა უნდა, ვალდებულებას მე-5 მუხლის მიმართ, რომელიც ნატო-ს ალიანსის საფუძველია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ს, ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიეტუვას", - აღნიშნა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივნისს კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები ეროვნული ინტერესების დასაცავად, თუ ლიეტუვა, უახლოეს მომავალში, სრულად არ განაახლებს ტვირთების ტრანზიტს კალინინგრადის ოლქისკენ.

დღის გადაცემები