13.12.2024 | 02:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ეუთოს შეფასებით, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ადგილი ჰქონდა საარჩევნო სისტემის თანამშრომელთა შევიწროებასა და მუქარას, სახეზე იყო ისეთი სისტემური გამოწვევები, როგორიცაა ხმებით მანიპულირება

ეუთოს სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში  ადგილი ჰქონდა საარჩევნო სისტემის თანამშრომელთა შევიწროებასა და მუქარას, სახეზე იყო ისეთი სისტემური გამოწვევები, როგორიცაა ხმებით მანიპულირება. 

სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 ნოემბრის შუალედური არჩევნები კონკურენტუნარიანი და პროფესიონალურად მართული იყო, მაგრამ სახეზე იყო პოლარიზება, ორივე ძირითადი პარტიის პოლიტიკური კამპანიები განხეთქილების სულისკვეთებას ატარებდა და აალებადი ხასიათის რიტორიკა ახასიათებდა რასისტული და ტრანსფობიური თემებით, რომლებსაც ზოგიერთი კანდიდატი და გამოკვეთილი სახე იყენებდა მოვლენების კომენტირებისას. 

ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და მოკლევადიანი დამკვირვებლების ლიდერი მარგარეტა სედერფელტი აღნიშნავს, რომ თაღლითობის უსაფუძვლო ბრალდებებს სერიოზული შედეგები მოსდევდა და საარჩევნო სისტემის თანამშრომელთა შევიწროებასა და მუქარაში აისახებოდა. გარკვეული სისტემური გამოწვევები, როგორიცაა ხმებით მანიპულირება, პოლიტიკოსებს თავიანთი ამომრჩევლების არჩევის საშუალებას აძლევდა, და არა პირიქით. სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ფულის განუზომელი გავლენის პრობლემაც უნდა გადაიჭრას, რათა საარჩევნო ხმების თანასწორობა იქნეს უზრუნველყოფილი. ზოგადად, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გასაჯაროების მექანიზმები  ყოვლისმომცველია ქვეყანაში, მაგრამ საკანონმდებლო ჩარჩოში არსებული ხვრელების გამო პოლიტიკაზე ფინანსური გავლენა ნაკლებად გამჭვირვალეა.

საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო სისტემის თანამშრომლების მიმართ მუქარები აზიანებს ამომრჩეველთა ნდობას საარჩევნო პროცესისადმი  და უსაფუძვლო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნების მიმდინარეობისას, კონგრესის რაიონული რუკების წინააღმდეგ 78 იურიდიული საჩივარი იყო წარდგენილი სხვადასხვა მანიპულაციების მოტივით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 8 რაიონული რუკა შეიცვალა. რუკების შემუშავებისას, კომპეტენტური ორგანოები იყენებდნენ ალგორითმებს, რომლებიც პერიოდულად პოლიტიკურად ხელსაყრელ ცვლადებს იყენებდნენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, პერი ჯონ პონსის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაგრძოს თავისი ერთგულების დემონსტრირება საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, არჩევნების უსაფრთხოების გაძლიერებით და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფრენჩაიზის გაზრდით.

მისი თქმით, დემოკრატიის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აშშ დგას, ეუთოს ბევრი ქვეყნისთვის საერთოა და ყველამ ერთად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესების მიმართ მოქალაქეებს ნდობა ჰქონდეთ.
დამკვირვებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  კონგრესმა არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის თანხები გამოყო, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების წინააღმდეგ მუქარის ფაქტების შესასწავლად კი იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ინფორმაციას შეაგროვებს და ფედერალურ დონეზე მოაგვარებს.

სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე კიდევ ერთო პრობლემა იყო დეზინფორმაცია, რომელიც ამომრჩევლის ინფორმირებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მოვლენების კომენტირებისას პოლიტიკოსები და სხვა კომენტატორები უარყოფდნენ, რომ არგამოცხადებულთა ხმები და გადასატანი საარჩევნო ყუთები 2020 წლის არჩევნების გაყალბების მიზნით იქნა გამოყენებული, რამაც უარყოფითად იმოქმედა ამ საარჩევნო პროცესისადმი ნდობის ხარისხზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის წარმოდგენა ყველგან იყო აუცილებელი, მხოლოდ 35 შტატში შეესაბამებოდა რეალობა ჯეროვან პრაქტიკას და დაცული იყო საარჩევნო სისტემის მთლიანობა. დამკვირვებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ზოგიერთ შტატში პირადობის მოწმობები არ იყო თანაბრად ხელმისაწვდომი  ყველა უფლებამოსილი მოქალაქისთვის, რაც არღვევს ხმის თანაბარუფლებიანობის პრინციპს ზოგიერთი უმცირესობისა და ეკონომიკურად დაუცველი თემის წევრთა შემთხვევაში.

დღის გადაცემები