13.12.2024 | 02:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პენსი ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებაზე: "პოლიტიკურად მოტივირებული იქნება, ეს არ არის ის, რისი ხილვაც ამერიკელ ხალხს სურს"

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების იდეა და პროკურატურის მხრიდან შესაძლო ქმედებას უწოდა "პოლიტიკურად მოტივირებული" და "არა ის, რისი ხილვაც ამერიკელ ხალხს სურს".

ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში მაიკ პენსმა დაიცვა ნებისმიერი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელიც შესაძლოა ტრამპის ინიციატივით გაიმართოს.

"იმ დროს, როდესაც ნიუ-იორკში დანაშაულის ტალღაა, ის ფაქტი, რომ მანჰეტენის საოლქო პროკურორი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ტრამპისთვის ბრალდების წაყენება მისი მთავარი პრიორიტეტია, ეს უბრალოდ ამბობს ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ამ ქვეყანაში რადიკალი მემარცხენეების შესახებ", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

დღის გადაცემები