13.12.2024 | 02:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის თავმჯდომარე ტრამპის საქმეზე: "თანაბარი მართლმსაჯულება კანონის მიხედვით, თუ „რესპუბლიკელი" არ ხართ, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის"

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ ჯორდანი დონალდ ტრამპისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენებას ეხმაურება.

"თანაბარი მართლმსაჯულება კანონის მიხედვით, თუ "რესპუბლიკელი" არ ხართ, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის", - დაწერა ჯიმ ჯორდანმა Twitter-ზე.

მანამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის საქმის პროკურორი, ელვინ ბრეგი დემოკრატიულ პროცესში ჩარევას ცდილობს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც დღეს ნიუ-იორკის პროკურატურაში გამოცხადდა, მისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი, მათ შორის დოკუმენტაციის ფალსიფიცირებისთვის.

დღის გადაცემები