13.12.2024 | 02:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დიმიტრი პესკოვი: "აშშ-ის არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგს არ ექნება არსებითი გავლენა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე, რომელიც დიდი ალბათობით, ცუდ მდგომარეობაში დარჩება"

ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგს არ ექნება არსებითი გავლენა რუსეთ - ამერიკის ურთიერთობებზე, რომელიც, დიდი ალბათობით ცუდ მდგომარეობაში დარჩება , - ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"რა თქმა უნდა, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ, ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ არაა საჭირო სერიოზულად გავაზვიადოთ ამ არჩევნების მნიშვნელობა რუსეთ-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების მომავლისთვის მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში" - დასძინა პესკოვმა.

კრემლის პრეს-სპიკერის განცხადებითვე, ეს არჩევნები არსებითს ვერაფერს შეცვლის. მისივე თქმით, ურთიერთობები ჯერ კიდევ არსებობს და დარჩება, როგორც ცუდი.

დღის გადაცემები