13.12.2024 | 02:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნინო ფოჩხუა: "მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ამხილა ამერიკის საელჩო, რომელიც უხეშად ერევა სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული"

"ქალბატონი კელი დეგნანი, რომელიც კამერების წინ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრება, თურმე კულისებში უხეშად ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში, აიძულებს მოსამართლეს გაათავისუფლოს სისხლის სამართლის დამნაშავე და ასე რომ არ ხდება, უბლოკავს მოსამართლეს ამერიკაში ვიზიტს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული!" - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება თავდაყირა აყენებს მითს აშშ-ის ურყევი მეგობრობის შესახებ, მან ამხილა ამერიკის საელჩო, რომელიც უხეშად ერევა სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებში.

"დაუჯერებელია ეს ყველაფერი! მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ამხილა ამერიკის საელჩო, რომელიც უხეშად ერევა სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებში! თან ვის გათავისუფლებას ითხოვენ, იმ ადამიანის ხომ არა, ვინც სისხლის სამართლის დამნაშავეა და ქვეყნის ძალადობრივად გადატრიალების სათავეში დგას?

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ეს განცხადება თავდაყირა აყენებს მითს აშშ-ის ურყევი მეგობრობის შესახებ.

ქალბატონი კელი დეგნანი, რომელიც კამერების წინ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრება, თურმე კულისებში უხეშად ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში, აიძულებს მოსამართლეს გაათავისუფლოს სისხლის სამართლის დამნაშავე და ასე რომ არ ხდება, უბლოკავს მოსამართლეს ამერიკაში ვიზიტს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული! ქართველ ხალხს ბევრის მოთმენა შეუძლია, მაგრამ უსამართლობის არა! იმედს ვიტოვებ, რაც დღეს აშშ საელჩოში ხდება, რასაც კადრულობენ მისი თანამშრომლები, ეს არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ ოფიციალური ხელისუფლების ქმედება" - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

დღის გადაცემები