13.12.2024 | 02:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, საქართველოს ათეულობით მოქალაქემ თურქეთის ტერიტორია დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა

საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან, სადაც ისინი ქართველ მაშველებსა და თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდა ამისა, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ქალაქ ადიამანის გუბერნატორთან, მაჰმუთ ჩუჰადართან.

გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და თანადგომა გამოუცხადა თურქ ხალხს.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისთვის, აღნიშნა ქართველი მაშველების განსაკუთრებული წვლილი და თავდაუზოგავი შრომა, რის შედეგადაც სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, საქართველოს ათეულობით მოქალაქემ თურქეთის ტერიტორია დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ მძიმე დღეებში დამსაქმებელთა ოჯახებს არ ტოვებენ.

"აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადასტურებულია საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალება. სამი მათგანი უკვე გადასვენებულია საქართველოში, ორი მოქალაქის გადასვენების პროცედურაზე კი საელჩოს საკონსულო სამსახური მუშაობს.

სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩომ პირველადი საჭიორების ნივთები ჩაიტანა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩო, გაზიანთეფში მოხმდარი დამანგრეველი მიწისძვრის პირველივე წუთებიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად", - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

დღის გადაცემები