13.12.2024 | 02:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქული მხარის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე ისაუბრებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ ისაუბრებს.

ამის შესახებ თურქეთის ომბუდსმენმა შერეფ მალქოჩმა ანკარაში ომბუდსმენების შეხვედრის დასასრულს განაცხადა.

მალქოჩმა აღნიშნა, რომ მან ერდოღანს სთხოვა მხარი დაუჭიროს რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმა.

"თუ მოვახერხებთ უკრაინაში დაჭრილების, ბავშვებისა და ქალების გაცვლას, ეს ამ [ომბუდსმენების] შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება", - თქვა თურქეთის ომბუდსმენმა.

მან აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ მხრივ მუშაობა უკვე დაიწყო.

"მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს დღეს ან ხვალ გამართავს ბატონ ზელენსკისთანაც, ბატონ პუტინთანაც. ამის შემდეგ - საქმე ჩვენზეა. ერთად დავიწყებთ კოორდინაციას", - თქვა მელქოჩმა.

დღის გადაცემები