07.05.2024 | 21:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ხრისტო გროზევი: "დღეს ხშირი, მაგრამ დაუდასტურებელი საუბრებია, რომ ზელენსკიმ მოქალაქეობა ჩამოართვა ოლიგარქებს, მათ შორის საკუთარი პარტიიდან"

საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე ოლიგარქს, მათ შორის საკუთარი პარტიის დეპუტატს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

"დღეს ხშირი, მაგრამ დაუდასტურებელი საუბრებია, რომ ზელენსკიმ მოქალაქეობა ჩამოართვა ოლიგარქებს, მათ შორის საკუთარი პარტიიდან", - წერს ხრისტო გროზევი Twitter-ზე.

ამასთან, მედიის ცნობით, საუბარია იგორ კოლომოისკიზე, ვადიმ რაბინოვიჩსა და გენადი კორბანისთვის მოქალაქეობის "საიდუმლო განკარგულებით" ჩამორთმევაზე. ამასთან, მედია იტყობინება, რომ შესაძლოა, რაბინოვიჩს სახელმწიფო ღალატის ბრალდებაც ემუქრება.

დღის გადაცემები