19.04.2024 | 02:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Politico: "ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ პოზიციას არბილებს"

Politico ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკების შესახებ თავის პოზიციას არბილებს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა პირდაპირ არ უთხრეს ზელენსკის და მის თანაშემწეებს, შეეცვალათ პოზიცია, მაგრამ განაცხადეს, რომ კიევმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა ომის დასასრულებლად.

"ეს არ ნიშნავს, იმას რომ ისინი ახლა უნდა დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ არც კი ვფიქრობთ, რომ ახლა არის შესაფერისი დრო, იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში, მაგრამ მათ უნდა გამოავლინონ მზადყოფნა კონფლიქტის გადასაჭრელად" - განაცხადა Politico-სთან საუბარში წყარომ. 

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ უარი თქვა აღნიშნული საკითხის კომენტირებაზე, თუმცა მან ჯეიკ სალივანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მიუთითა. 

სალივანმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიუღებლად მიიჩნევს იმ პირობებს, რომლითაც ახლა კრემლი ხელმძღვანელობს. 

ამავდროულად, The Washington Post, თავის წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ თეთრი სახლი პირადად მოუწოდებდა კიევს რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის გამოვლენისკენ.

დღის გადაცემები