13.12.2024 | 02:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ლიეტუვის ელჩი ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე - შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ

კანონი [ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ] შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, - აღნიშნული განცხადება საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გააკეთა.

კალინდრას თქმით, თითქმის ორი წლის წინ, 2021 წლის 19 აპრილს, ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება იქნა მიღწეული და მოგვიანებით კი დატოვებული.

ლიეტუველმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადება გააზიარა, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, ბორელმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონის საბოლოო მიღებას შეიძლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს.

დღის გადაცემები