26.04.2024 | 02:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 5 დღე რჩება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 5 დღე რჩება. "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატები დედაქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.   "პატრიოტთა ალიანსის"  ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანა დევდარიანი ამჯერად ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში მაცხოვრებელ დევნილებს შეხვდა, ადგილზე არსებული ძირითადი პრობლემები მოისმინა და მათ პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო.  მოქალაქეები ნანა დევდარიანის წარსულ  პოლიტიკურ მოღვაწეობაზე საუბრობენ და  საკუთარ ხმას პარლამენტში მას თამამად ანდობენ.

 

მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში არჩილ ბენიძე.  მაჟორიტარობის კანდიდატი  ილიას ბაღში ადგილობრივებს შეხვდა, მათ პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და რაიონში არსებული გამოწვევებიც მოისმინა. მოქალაქეები "პატრიოტთა ალიანსს" ერთადერთ პარტიად მიიჩნევენ, რომელსაც საკუთარ მომავალს ანდობენ.

 

გლდანის  მოსახლეობას შეხვდა "პატრიოტთა  ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი. მან საზოგადოების  ძირითადი პრობლემები მოისმინა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. "პატრიოტთა  ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა   მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და რვა ნომრის  შემოხაზვისკენ  მოუწოდა.  

 

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატები რეგიონებთან ერთად შეხვედრებს  დედაქალაქშიც აგრძელებენ, შეხვედრების მთავარი მიზანი მოქალაქეების პრობლემების მოსმენა,  ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი  და  პარტიის საარჩევნო პროგრამის გაცნობაა. მოქალაქეები  "პატრიოტთა  ალიანსის" მისამართით მხარდაჭერას  ღიად გამოხატავენ და ამბობენ, რომ ისინი   არჩევნებზე მხარს სწორედ ამ პარტიას დაუჭერენ.  

დღის გადაცემები