26.04.2024 | 09:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის!"
"მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია - არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა!" - წერს ირმა ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
"აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!" - წერს ირმა ინაშვილი.
დღის გადაცემები