25.04.2024 | 09:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
„პატრიოტთა ალიანსის“ აქციას ათასობით მხარდამჭერი შემოუერთდა [ვიდეო]

„პატრიოტთა ალიანსის“  აქცია ოპერის თეატრის წინ დასრულდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და კათოლიკოს პატრიარქის მხარდასაჭერ მრავალათასიან აქციას  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოუერთდნენ მხარდამჭერები.

პარტიის ლიდერებმა თანამოაზრეებთან ერთად გააპროტესტეს ბოლო პერიოდში ეკლესიის, საპატრიარქოსა და პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანია და უნდობლობა გაუცხადეს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

აქციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა სპეციალური  განცხადება გაავრცელა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

1.შეწყდეს ცილისწამება, შეტევა და თავდასხმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე. ამ თავდასხმის თანამონაწილენი არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოც, საელჩოც, სხვადასვა ორგანიზაციებიც და თავად ბაიდენის ადმინისტაციაც. ამავე თავდასხმის უშუალო მონაწილეა ქართული ოცნების ხელისუფლება და მათი ტელევიზიები, „იმედი“ და „რუსთავი 2“.  ამავე თავდასხმის უშუალო მონაწილეა სააკაშვილ-ბოკერიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ტელევიზიები.

კვლავ ვიმეორებ, შეწყდეს თავდასხმა, ცილისწამება ეკლესიაზეც, პატრიარქზეც, ეპისკოპოსებზე და სასულიერო პირებზეც. შეწყდეს შეტევა საპატრიარქოს სასწავლებლებზე. ეს სასწავლებლები კი არ უნდა დაიხუროს, არამედ პირიქით უნდა განვითარდნენ და გაძლიერდნენ.

2.შეწყდეს მიზანმიმართული ბრძოლა, ეროვნული ცნობიერებისა და ქართული აზროვნების წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის სხვადასხვა სტრუქტურების ზოგიერთი დეპუტატები და სენატორები,  სხვადასხვა თანამდებობის პირები და უწყებები, მიზანმიმართულად ებრძვიან ქართველი ხალხის ეროვნულ ცნობიერებას, ქართულ ტრადიციებსა და ადათ-წესებს, ქართულ აზროვნებას. ნაწილდება უზარმაზარი მოცულობის გრანტები - ისტორიული მიღწევების კრიტიკისა და გაუფასურების, ეროვნული გმირების შეურაწყოფის და ქართული ტრადიციების ფეხქვეშ გათელვის მიზნით. შეწყდეს ეს მიზანმიმართული ძალადობრივი და სამარცხვინო პროცესი!

3. გადადგეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დანიშნული სახალხო დამცველი. დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის და მისი მოადგილის ცილისწამებლურ განცხადებებზე და ქმედებებზე. მათ მიერ ნინოწმინდის პანსიონატის მოწაფეთა დაშინებასა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე. ასევე ამ ბავშვების მოსყიდვის ფაქტებზე. სახალხო დამცველად არჩეულ იქნას ადამიანი, რომელიც დაიცავს ქართველი ხალხის ინტერესებს და არ იქნება ენჯეოების ინტერესების გამტარებელი. შეწყდეს იმ ენჯეოების დაფინანსება, რომლებმაც დიდი ხანია დაკარგეს ქართველი ხალხის ნდობა!

4. შეწყდეს მასობრივი ლგბტ პროპაგანდა. შეწყდეს ქართველი ხალხისთვის ლგბტ პრაიდების თავსმოხვევა. ვაცხადებ, რომ ლგბტ პრაიდების ჩატარებას უშუალოდ „ქართული ოცნება“ უწყობს ხელს. ამ მიზნით გააყალბა არჩევნები და შეიყვანა ნულოვანი პარტიები პარლამენტში, რომლებიც ითხოვენ ამ პრაიდის ჩატარებას. შეწყდეს ეს პროცესი! - აღნიშნა აქციაზე ირმა ინაშვილმა.

 

 

დღის გადაცემები