25.04.2024 | 08:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "სწორედ ჩვენი ერთგული მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მოწოდებაა, გამოვიდეთ გარეთ!"
"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის არაერთი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს, თუნდაც იმ ოქმების სახით, სადაც ბალანსი არანაირად არ დგება. მისივე თქმით, ძალიან ბევრი წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევაც დაფიქსირდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს უთანაბრდება, მათ შორის ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის ფაქტები. ირმა ინაშვილის განცხადებით, გაყალბებული არჩევნების ფონზე "პატრიოტთა ალიანსის" პარლამენტში შესვლა, მათი მხრიდან ამომრჩევლისა და საზოგადოების უპატივცემულობა იქნება.
"ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, თუ ჩვენ შევალთ პარლამენტში მაშინ, როდესაც არჩევნები გაყალბებულია და არსებობს ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი, თუნდაც იმ ოქმების სახით, სადაც არანაირად ბალანსი არ დგება. ამის გარდა იყო ძალიან ბევრი წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევა, რაც უთანაბრდება სისხლის სამართლის დანაშაულს. იყო ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის ფაქტები, რაც არასდროს აღარ უნდა განმეორდეს არც ერთი არჩევნების პერიოდში და ჩვენ ამ გაყალბებული არჩევნების ფონზე შევიდეთ პარლამენტში და დავიკავოთ ის ოთხი ადგილი, რაც ამ თითქოსდა 3%-ის შედეგად გვარგუნა "ქართულმა ოცნებამ", - ეს იქნება ამომრჩევლისა და ჩვენი საზოგადოების უპატივცემულობა. როდესაც ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად ყალბდება, თითოეული მოქალაქის ვალია, არა მარტო სატელევიზიო ეთერებში მონაწილეობდეს და აფიქსირებდეს თავის პოზიციას მყარად, არამედ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია ქუჩაში საპროტესტო აქციების გზით. ეს არ იქნება ერთი აქცია, ეს იქნება აქციების უწყვეტი ციკლი - პერმანენტული აქციები. იწყება საპროტესტო კამპანია და სწორედ ჩვენი ერთგული მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მოწოდებაა, რომ გამოვიდეთ გარეთ!" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დღის გადაცემები