26.04.2024 | 02:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი - მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური მართლწესრიგი მყარდება

მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური მართლწესრიგი მყარდება. თუ არ შევეცდებით, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოვახდინოთ, საბედისწერო იქნება ეს ჩვენთვის - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა გადაცემაში „სტუდია #8“. 

როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, საქართველო ახალი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

„მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური მართლწესრიგი მყარდება. ჩვენი ტელევიზიები, ელექტორატი, ხელისუფლება საზოგადოებას ამას უმალავს. ახალი მართლწესრიგი ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო კვლავ გაიყოფა ორად, ქვეყნების ნაწილი დასავლეთ ბლოკში აღმოჩნდება და ჩვენდა გასაკვირად, ძალიან ბევრი ქვეყანა აღმოჩნდება აღმოსავლეთის ბლოკში.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, უკრაინის ნეიტრალიტეტზე ალაპარაკდნენ. ხდება უკანდახევა. ყველას ესმის, რომ დიდი ომის წინაშე ვდგავართ.  უკრაინამ დაინახა, რომ დასავლეთთან ურთიერთობა ყოველთვის დიდ ტყუილთან არის დაკავშირებული.  ჩვენ დავინახავთ, რომ პროამერიკული უკრაინის ხელისუფლება მიტოვებული დარჩება. ეს პროცესები საქართველოსაც შეეხება და თუ ჩვენ მაქსიმალურად რბილად არ ვიმოქმედებთ, დიპლომატიას არ გამოვიჩენთ, ბრძნულად არ ვილაპარაკებთ, თუ არ შევეცდებით, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოვახდინოთ საბედისწერო იქნება ეს ჩვენთვის. რუსეთთან დაპირისპირებას საქართველოსთვის არასოდეს მოუტანია სიკეთე. ჩვენ ვერასდროს ვერ მოვერევით რუსეთს.  თუ ჩვენ დავრჩებით რუსეთთან დაპირისპირებაში ვერანაირი ამერიკა ვერ დაგვეხმარება. ეს დაპირისპირება გაანადგურებს ჩვენს ქვეყანას. საქართველო დაკარგავს არა მარტო ახალქალაქს, მარნეულს, ბოლნისს, არამედ ის გზატკეცილი, რომლითაც ქუთაისში მიბრძანდებით გადაკეტილი დარჩება ჩვენთვის. თუ არ ვითანამშრომლებთ რუსეთთან, ვერც რეგიონალურ პრობლემებს, ვერც დიდ გამოწვევებს ვერ მოვერევით,“- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა. 

დღის გადაცემები