26.04.2024 | 02:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გიორგი ლომია - მიდის ხელისუფლების გადაბარების კლასიკური მცდელობა და ბრძოლა პატრიოტული ძალების წინააღმდეგ

მიდის ხელისუფლების გადაბარების კლასიკური მცდელობა.  ჩვენს მიმართ ბრძოლის დაწყება უკვე ნათელი იყო 2013 წლიდან, როდესაც რეზოლუციის პროექტი ჩააგდო მმართველმა პარტიამ და 2020 წელს, როდესაც  არჩევნების შედეგები დადო. მიდის ბრძოლა პატრიოტული ძალების წინააღმდეგ - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ „ობიექტივის“ ეთერში. 

"მიდის ხელისუფლების გადაბარების კლასიკური მცდელობა. 2013 წლიდან კოჰაბიტაციის რეჟიმში დაიწყო მოღვაწეობა "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ".

ჩვენს მიმართ ბრძოლის დაწყება უკვე ნათელი იყო 2013 წლიდან, როდესაც რეზოლუციის პროექტი ჩააგდო მმართველმა პარტიამ და 2020 წელს, როდესაც  არჩევნების შედეგები დადო. ახლანდელი არჩევნების შედეგი პროცენტ ნახევარი - აფსურდია. "პატრიოტთა ალიანსს" ხალხის ეს რაოდენობა  საშუალო დონის აქციებზე გამოჰყავს.

"ქართული ოცნება" ყოველთვის ხელს გვიშლიდა, რომდესაც "პატრიოტთა ალიანსი"  ნაცმოძრაობის გასამართლებას ითხოვდა. მაინტერესებს რას ეუბნება ხელისუფლება ხალხს, რომელიც გადაჭრით ამბობს, რომ ნაცმოძრაობა არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ეს არის ქვეყნის დაქცევის კარგად შემუშავებული დოქტრინა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მოახვიეს თავს.

 დღეს უკვე ვხედავთ ხელისუფლების გადაბარების სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩვენი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების მოფიქრებულია და  რომელიც ორიენტირებულია  საქართველოში გაქრეს ეროვნული ძალები.

მაგრამ მინდა იცოდეს ყველამ, რომ  ეროვნული ძალების გაქრობის მცდელობა უფრო მეტად გააძლიერებს ამ ძალებს და   მოახდენს მათ კონსოლიდაციას",- განაცხადა გიორგი ლომიამ.

დღის გადაცემები