19.04.2024 | 20:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"პატრიოთა ალიანსის" ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდა [ვიდეო]

ქუთაისის საკრებულოში "პატრიოთა ალიანსის" სიის პირელი ნომერი მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს. ნონა ასათიანი კონსტანტინე გამსახურდიას 61 ნომერში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. კორპუსის მაცხოვრებლებმა კანდიდატთან შეხვედრისას არაერთი პრობლემა დაასახელეს, რომლის გადაჭრას წლებია უშედეგოდ ითხოვენ. მათ შორისაა კორპუსის ავარიული სახურავი, რის გამოც მძიმე პირობებსა და ნესტში ცხოვრება მცირეწლოვან ბავშებსაც უწევთ. მათი თქმით, არერთი მიმართვის მიუხედავად, პრობლემით არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისფლება არ დაინტერესდა. ნონა ასათიანის თქმით, ბიუჯეტის სწორად გადანაწილების შემთხვევაში მოქალაქების პრობლემების მოგვარება შესაძლებელია.

დღის გადაცემები