25.04.2024 | 03:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსმა" ბათუმში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა [ვიდეო]

"პატრიოტთა ალიანსის" აჭარის რეგიონის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. პარტიის ლიდერებმა ბათუმში გამართულ  ღონისძიებაზე ადგილობრივებს, ის ადამიანები წარუდგინეს, როლებიც გამარჯვების შემდეგ  საკრებულოში მათ ინტერესებს საჯაროდ დაიცავენ. "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ისაუბრა. დავით თარხან-მოურავის განმარტებით, "პატრიოტთა ალიანსს" აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგმარეობა გაუმჯობესდება. მოსახლეობის პრიორიტეტებე ისაუბრა  პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმაც. ისევე როგორც პარტიის თითოეული შეხვედრა მოსახლეობასთან, ეს დღეც  მხარდამჭერების მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა. აჭარაში აცხადებენ, რომ პარტიას ენდობიან და მათ იდეოლოგიას იზიარებენ.

დღის გადაცემები