23.04.2024 | 15:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ხელისუფლება და ოპოზიცია მეხუთე რაუნდის მოლოდინში

ხელისუფლება და ოპოზიცია მეხუთე რაუნდის მოლოდინში. ბარიერგადალახული 8 პოლიტიკური პარტიის მთავარ მოთხოვნას "ქართული ოცნება" ისევ არ ეთახმება.  მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ საკანონდებლო ორგანოში  მოხვედრილი ოპოციონერი დეპუტატები მანდატზე უარს იტყვიან, საპარლამენტო უმრავლესობა მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.  ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ჩვეული მუქარა არც დღეს დაივიწყა და აღნიშნა, რომ ის პარტიები რომლებიც პარლამენტის საქმიანობაში არ ჩაერთვებიან დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

 

"პატრიოტთა ალიანსი", რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს პოზიციებს არ ცვლის და "ქართულ ოცნებას" კვლავ ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. პარტიის აღამსრულებელმა მდივანმა  გოჩა თევდორაძემ  კობახიძის განცხადებას შანტაჟი უწოდა და აღნიშნა, რომ პატრიოტებს 2017 წელს მოპოვებული დაფინანსება 2021 წლამდე გაყვებათ. "პატრიოტთა ალიანსის "აღმასრულებელი მდივანი იმედოვნებს,  რომ ოპოზიციის ერთიანი პოზიცია არ შეიცვლება და "ქართული ოცნება " საკანონმდებლო ორგანოში მარტო დარჩება.

დღის გადაცემები