24.04.2024 | 16:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსმა" ქალაქ რუსთავში, რუსთავის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა [ვიდეო]

"პატრიოტთა ალიანსმა" ქალაქ რუსთავში, რუსთავის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. რუსთავის მერობისთვის თორნიკე არევაძე იბძოლებს. პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს კანდიდატების პიროვნულ თვისებებზე, მათ გამოცდილებაზე და  ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

"პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა, შეკრებილ საზოგადოებას პარტიის სამოქმედო გეგმა, საარჩევნო პროგრამა გააცნეს, რომელზეც მათი თქმით, წლებია მუშაობენ სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები და პროგრამა მორგებულია მოქალაქეების საჭიროებებზე. პარტიის ლიდერებმა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწოდეს არჩევნებზე აქტიურობისკენ, რათა "ქართულ ოცნებას"  მორიგჯერ გაყალბების შესაძლებლობა არ მიეცეს და "პატრიოტთა ალიანსის" სამიქმედო გეგმის შესრულება რეალური გახდეს. 

დღის გადაცემები