25.04.2024 | 23:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გიორგი ლომია - "საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში მხარე არ უნდა იყოს და ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს"

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ლომია აცხადებს, რომ საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში მხარე არ უნდა იყოს და ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს. გიორგი ლომიას განცხადებით, თუ ქართულ მხარეს შეუძლია, რომ პროცესში ჩაერიოს და ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს ორივე მხარისთვის, მაშინ ასეთი ჩარევა საჭიროა.

 

"ბუნებრივია, რომ ჩვენ მხარე ვერ ვიქნებით და უნდა შევინარჩუნოთ ამ კუთხით ნეიტრალური პოზიცია. თუკი ჩვენ შეგვიძლია ჩავერიოთ და ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დავასრულოთ ორივე მხარისთვის, მაშინ, ბუნებრივია, რომ ასეთი ჩარევა საჭიროა", – განაცხადა გიორგი ლომიამ.

დღის გადაცემები