25.04.2024 | 08:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - დღეს არის ის დრო, როდესაც საქართველომ უნდა გააკეთოს მკაფიო არჩევანი ნეიტრალიტეტის სასარგებლოდ

დღეს არის ის დრო, როდესაც საქართველომ უნდა გააკეთოს მკაფიო არჩევანი ნეიტრალიტეტის სასარგებლოდ. ახლა არის ის დრო, როდესაც სასწრაფოდ უნდა მოხდეს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და უნდა ამოიღონ  ის თეზა, რომელიც გულისხმობს იქითკენ ლტოლვას, სადაც არასდროს არ გაგვაწევრიანებენ - განაცხადა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში „სტუდია #8“.

 

“დღეს არის ის დრო, როდესაც საქართველომ უნდა გააკეთოს მკაფიო არჩევანი ნეიტრალიტეტის სასარგებლოდ. ახლა არის ის დრო, როდესაც სასწრაფოდ უნდა მოხდეს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და უნდა ამოიღონ ის თეზა, რომელიც გულისხმობს იქითკენ ლტოლვას, სადაც არასდროს არ გაგვაწევრიანებენ. დღეს არის ის დრო, როდესაც 5 ფრონტზე თამაში კი არა, ერთი თამაში უნდა ითამაშოს ქვეყანამ, სახელწმიფომ და ხელისუფლებამ  და ეს არის საქართველოსთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმა.

კარგია რომ ნეირტალიტეტზე გაიხსნა დისკუსია და ჩვენ ვართ აქ ფლაგმანი. მნიშვნელოვანია, რომ ამაზე დაიწყო ლაპარაკი. მაგრამ, მიდის მცდელობა, რომ მოდელის დამახინჯება მოხდეს. გამოდის რომ ავსტრიელები, შვედები, შვეიცარიელები და სხვა ქვეყნები სადაც ნეიტრალიტეტი მუშაობს,  ჩამორჩენილები და  ბნელები ყოფილან.  ძალიან ბევრი უაზრო, არაკომპეტენტური კომენტარი გვესმის ნეიტრალიტეტის თემაზე. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. თუ ასეთი განცხადებების გაკეთებას გააგრძელებს „ქართული ოცნება“  სერიოზულად დაგვიმძიმდება ვითარება, რადგან ქვეყნის შიგნით ნამდვილი ნომერ მეხუთე კოლონა გვყავს კოლექტიური სააკაშვილების სახით. ჩვენ ისინი ერთ წამში გაგვყიდიან და ვნახეთ, როგორც გაგვყიდეს. ჩვენ ვნახეთ, 2008 წელს როგორ დარჩა საქართველო მარტო. ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომები. რაც ჩვენთვის სასარგებლოა, ჩვენი ხალხისთვის სასიკეთოა ის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“- განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

დღის გადაცემები