26.04.2024 | 11:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გიორგი ლომია - დასავლეთი ცდილობს სამხედრო პოლიგონად აქციოს საქართველო და ჩვენი ქვეყნა ჩაითრიოს ომში [ვიდეო]

ნატოს უარმა, დახმარებოდა საომარ მოქმედებაში მყოფ პარტნიორს, საზოგადოება სკეპტიკურად განაწყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ. უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველში უფრო მეტად აქტუალური ხდება სამხედრო მიუმხრობლობის საკითხი. საზოგადოების მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ  სახელმწიფომ  უსაფრთხოების ახალ სისტემაზე ფიქრი უნდა დაიწყოს. მოსახლეობა ნეიტრალიტეტის იდეას იზიარებს, ხელისუფლება კი, ''ნაციონალურ მოძრაობასთან'' ერთად მათ დაბნევას ცდილობს. რა გარანტიებზე საუბრობენ ''პატრიოტთა ალიანსში'' იმ შემთხვევაში თუ საქართველო ნეიტრალურ სტატუსს მიიღებს?!

როგორც ''პატრიოტთა ალიანსის'' ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია აცხადებს, რომ დასავლეთი ცდილობს სამხედრო პოლიგონად აქციოს საქართველო და ჩვენი ქვეყნის ჩათრევა უნდა ომში.

''ზელენსკის თავიდანვე რუსეთის მოთხოვნებზე თანხმობა რომ ეთქვა, არცერთი ადამიანი არ დაიღუპებოდა უკრაინაში. ნატოს თითქმის ყველა ქვეყანა მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია მან უარი განაცხადა შავი ზღვის აკვატორიაში შემოეშვა  ალიანსის სამხედრო გემები, რადგან რუსეთის  გაეღიზიანებას მოერიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ რომც ვიყოთ ნატოს წევრი ქვეყანა და რუსეთთან მოგვივიდეს დაპირისპირება,  ნატოს წევრი ქვეყნები ვერ შეძლებენ ჩვენს დახმარებას'',- განაცხადა გიორგი ლომიამ. 

დღის გადაცემები