26.04.2024 | 09:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სააკაშვილ - ბოკერიას სისხლის სამართლებრივი დანაშაულები

სააკაშილ-ბოკერიას გუნდის და მათთან ასოცირებული მედიის მიერ, საზოგადოების მოტყუების მცდელობას დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა.  როგორც ციხის კადრებთან დაკავშირებით ჩანიშნულ ბრიფინგზე, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა  აღნიშნა, თავად ის ფაქტია დანაშაული, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფები და მათთან დაკავშირებული ტელეარხები ცდილობენ ამ კადრების კომპრომატად გამოცხადებას და რომ ეს "ქართული ოცნების" და დანაშაულებრივი რეჟიმის შეხმატკბილებული პოლიტიკის შედეგია. მისი თქმით, საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების უმძიმესი ფაქტები, 2012 წელს საერთაშორისო თანამეგობრობამაც აღიარა.

 

ირმა ინაშვილმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც ციხის კადრების გასაჯაროებას ახლდა.  მისი განმარტებით, ციხის კადრების სააშკარაოზე გამოტანა ეს დანაშაულის მხილებაა, ამის კომპრომატად გამოცხადება კი არის ცალკე დანაშაული. ვიცე-სპიკერი სწორედ იმ პოლიტიკოსებს პასუხობს, ვინც ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ერთის მხრივ ვითარება ისე დახატოს, თითქოს ციხეში წამების ფაქტები არც ყოფილა, მეორეს მხრივ კი კადრების გავრცელების მოტივზე ისაუბროს, თითქოს ეს პატიმრების დასახმარებლად არ მომხდარა.

დღის გადაცემები