26.04.2024 | 12:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრები [ვიდეო]

 „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი გლდანის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად შეხვდა. გიორგი ლომიამ და იოსებ ზარიძემ ამომრჩეველს პროგრამა და ის ინიციატივები გააცნეს, რომელიც მოსახლეობის პრობლემებს გადაჭრის და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ სურათს რადიკალურად შეცვლის.

ადგილობრივებმა რაიონში არსებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ღიად ისაუბრეს.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის"  წინასაარჩევნო გეგმები მოისმინეს მცხეთის მუნიციპალიტეტშიც. ადგილობრივებს ყოველდღიურად გაძვირებული პროდუქტის გამო ცხოვრება უჭირთ. მათ არც სამსახური აქვთ და ვერც ხელისუფლების ყურადღებას გრძნობენ. ამომრჩეველთან კონკრეტული გეგმით მივიდა "პატრიოტთა ალიანსის" მცხეთის მერობის კანდიდატი ნანა დევდარიანი და წეროვანის მაჟორიტარობის კანდიდატი. 

 

საარჩევნო კამპანიას განაგრძობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. ნონა ასათიანი დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

 

არჩევნებამდე ზუსტად 2 კვირა დარჩა. მოსახლეობა 2 ოქტომბერს გადაწყვეტს ვის ანდოს საკუთარი ქალაქი და რაიონი.  

 

დღის გადაცემები