25.04.2024 | 00:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გიორგი ლომია - ჩვენ ამ ნაბიჯს იმიტომ ვდგამთ, რომ სწორედაც წითელი არმია არ შემოვიდეს საქართველოში

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი გიორგი ლომია სამხედრო ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც პარტიის ლიდერმა გადაცემაში „სტუდია #8„“ აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება იმისთვის არის აუცილებელი, რომ საქართველო გადარჩეს. 

„იმათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც საუბრობს, რომ წითელი არმია შემოვა საქართველოში. ჩვენ ამ ნაბიჯს იმიტომ ვდგამთ, რომ სწორედაც წითელი არმია არ შემოვიდეს საქართველოში. ჩვენ ეს რომ გვდომებოდა  ნატო-ნატოს ვიყვირებდით და ხვალვე შემოვიდოდა აქ რუსეთი. ჩვენ რომ არ გვსურს წითელი არმია ამ ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტია საჭირო.  წააქეზეს მურია და მგლებს შეაჭამესო, დღეს ასე მოგვდის ჩვენც და უკრაინასაც. რუსეთთან მოლაპარაკება და ურთიერთობების ნორმალიზება იმიტომ გვჭირდება, რომ გადავარჩინოთ ის ტერიტორიები  რაც დაგვრჩა და სოხუმთან და ცხინვალთან აღვადგინოთ ძმური ურთიერთობები,“- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ.  

დღის გადაცემები