26.04.2024 | 21:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსი" პატრიოტულ-ეროვნულ ძალთა ფრონტს აარსებს [ვიდეო]

პატრიოტული და ეროვნული ღირებულებები - ამ იდეის გარშემო პოლიტიკური ძალები ერთიანდებიან. ეროვნული ფორნტის მიზანი ეგრეთწოდებული კოჰაბიტაციის დასრულება და არსებული რეალობის შეცვლაა. საზოგადოების ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებას სათავეში "პატრიოტთა ალიანსი" ჩაუდგა.

როგორც პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, შეიქმნა ახალი ფრონტი, სადაც გაერთიანებული იქნებიან ეროვნულ-პატრიოტული ძალები. 

"ჩვენ ვიწყებთ ახალი ფრონტის შექმნას, ეს იქნება პატრიოტულ-ეროვნულ ძალთა ერთიანი ფრონტი. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც მოიაზრებს  თავს პატრიოტულ- ეროვნულ ძალად ეს ფრონტი ღია იქნება. დღეისათვის 28 ორგანიზაციაა, რომელიც თანახმაა, რომ ეს ერთობა შედგეს.

ჩვენი პატრიოტთა ერთიანი ფრონტის კარი ღია იქნება არა მარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, საქართველოს თითოეული პატრიოტისთვის, რომელსაც უდაოდ შეუძლია თავისი კეთილი წვლილი შეიტანოს ქვეყნის შენების საქმეში.

ამ გაერთიანების მიზანია, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ერთიანი ეროვნული, პატრიოტული ძალა, რომ ქვეყნის ხელისუფლება განთავისუფლდეს კოაბიტირებული "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნებისაგან"." - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა გადაცემაში სტუდია #8. 

დღის გადაცემები