18.04.2024 | 14:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პატრიოტთა ერთიან ფრონტში გეოპოლიტკური ვითარების დაძაბვა დროულად გააანალიზეს [ვიდეო]

გეოპოლიტკური ვითარების დაძაბვა, მომატებული რისკები და ახალი მსოფლიო წესრიგი პატრიოტთა ერთიან ფრონტში დროულად გააანალიზეს. საჯარო გზავნილის მიხედვით, რომელიც გაერთიანებამ 20 თებერვალს გამოქვეყნა, არსებული მძიმე ვითარებიდან გამოსვლის წერტილი და ქვეყნის უსაფრთხოების ერთადაერთი გზა სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა. რას აცხადებს პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი და რატომ დადგა დღის წესრიგში ღია წერილის გავრცელების აუცილებლობა?! 

„მთლი ეს ვითარება ეხმიანება ჩვენს წერილს. ჩვენი წერილიც ეხმიანება ამ ვითარებას. ჩვენ წინასწარ ვთქვით, რომ იქნება ომი, თუმცა ამაზე ბევრს ეცინებოდა. კომენტარებშიც წერდნენ, რომ ომს ვერავინ გაბედავდა, ეს გამორიცხული იყო. აი ბატონო გაბედეს. ჩვენ მეტსაც ვამბობთ, ამით არ დამთავრდება ყველაფერი რაც ახლა ხდება. კიდევ გაგრძელდება საომარი მოქმედებები. იმიტომ იყო მნიშვნელოვანი იმ წერილის გამოქვეყნება, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. ყველა ხომ თავის ქვეყანაზე დარდობს და წუხს. ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა გვადარდებდეს პირველ რიგში“ -განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა. 

დღის გადაცემები