24.04.2024 | 22:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატმა, ნანა დევდარიანმა მცხეთაში მოსახლეობას პარტიის პროგრამა გააცნო [ვიდეო]

"პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატმა, ნანა დევდარიანმა მცხეთაში მოსახლეობას პარტიის პროგრამა გააცნო.  სოციალური საკითხების მოგვარებაზე ორიენტირებული ინიციატივები მან საგურამოს, სოფელ ბიწმენდის, გალავანისა და საქაროს ამომრჩეველთან ერთად განიხილა. პატრიოტების გამარჯვების შემდეგ უშემოსავლო მოსახლეობა პირველადი მოხმარების მედიკამენტებს უფასოდ მიიღებს, მოწესრიგდება სოციალურად დაუცველთა სასადილოების საკითხი და უქმეებზე უფასო იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ფერმერებისთვის.  

 

გაუმართავი ინფრასტრუქტურა. მძიმე სოციალური მდგომარეობა, დაუსაქმებლობა- ეს   იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საგურამოს მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მძიმე ვითარების გამოსწორება ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ამიტომ გამოსავალს ეროვნული ძალის გამარჯვებაში ხედავენ.

 

საგურამოს მოსახლეობას  მომავლის იმედს "პატრიოტთა ალიანსის"  წილკნის მაჟორიტარობის კანდიდატი გალინა აღსაბაძე გამარჯვების შემდეგ  დაუბრუნებს. კანდიდატი აღნიშნავს, რომ სოფელს უამრავი პრობლემა აწუხებს და ხელისუფლება სხვა რეგიონების მსგავსად აქაც უმოქმედოა.

 

"პატრიოტთა ალიანსში" ამბობენ, რომ საქართველოს ყველა რეგიონის განვითარება და არსებული პრობლემების მოგვარება პრიორიტეტული საკითხია. სწორედ ამიტომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ამომრჩეველი 2 ოქტომბრის არჩევნებზე სწორ არჩევანს გააკეთებს და მხარს  "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭერს.

დღის გადაცემები