18.04.2024 | 08:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გოჩა თევდორაძე - ნეიტრალიტეტისკენ სწრაფვით საფრთხეები უნდა დავაზღვიოთ [ვიდეო]

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო შეიარაღებული ესკალაციის წინაშე დგას. აქ შეიძლება დიდი ზარალი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ. ეს საფრთხეები უნდა დავაზღვიოთ.  ამ საფრთხეების დაზღვევა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ნეიტრალიტეტისკენ სწრაფვით - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ „ობიექტივის“ ეთერში.

„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო შეიარაღებული ესკალაციის წინაშე დგას. ეს თემა მხოლოდ უკრაინას არ შეეხება. აქ შეიძლება დიდი ზარალი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ. ეს საფრთხეები უნდა დავაზღვიოთ.  ამ საფრთხეების დაზღვევა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ნეიტრალიტეტისკენ სწრაფვით. თუ ნეიტრალური ქვეყნის სტატუს როგორმე მიიღებს საქრეთველო,  პირველ რიგში კონსტიტუციაში დავაფიქსირებთ ჩვენ ამას, შემდეგ ხელისუფლების ქმედებები და ჩვენი, სრულიად ოპოზიციური პარტიის, ქმედებები იქეთკენ იქნება მიმართული, რომ შევძლოთ გაეროსთან შეთანხმების  დონეზეც აღიარებული იყოს სამხედრო ნეიტრალიტეტი. ცხადია, ეს დაგვაზღვევს იმ საფრთხეებისგან, რომელიც გველოდება და შეიძლება უკვე ქმედითი ნაბიჯებიც გადავდგათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით“, - განაცხადა  გოჩა თევდორაძემ. 

დღის გადაცემები