23.04.2024 | 15:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - პლებისციტი არის ხაფანგი, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები!

პლებისციტი არის ხაფანგი, კომპრომისის ფორმა, ამაზე არ ვლაპარაკობთ! ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ელჩებთან მოლაპარაკების ფორმატში მხოლოდ ერთადერთ საკითხს, ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას განიხილავენ.

“არ უნდა მოხდეს ყურადღების გადატანა იმაზე, რომ მიშა ცუდია, ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ მიშა ცუდია! “ქართულ ოცნებას” ვეუბნებით, რომ ის რეჟიმი შენ გააცოცხლე და მოდი, ახლა იმაზე კი ნუ ვილაპარაკებთ, მაშინ რა იყო, გავიგეთ რაც იყო, შენ თვითონ ვინა ხარ?! სად მივაღწიეთ პროგრესს? ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ჩვენ ელჩებთან მოლაპარაკების ფორმატში მხოლოდ ერთადერთ საკითხს ვაყენებდით და დღესაც ამ საკითხს ვაყენებთ - ახალ არჩევნებს. ჩვენ მონაწილეობას მეხუთე, თუ შემდგომ რაუნდში მივიღებთ და იმავე საკითხს დავაყენებთ. პლებისციტი არის ხაფანგი, კომპრომისის ფორმაა ამ ვითარებაში. ჩვენ არავითარ პლებისციტზე და სხვა ინტერპრეტაციაზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვსაუბრობთ, დაინიშნოს ახალი არჩევნები და შემდეგ ამას ერთვის შემდეგ თანმდევი საკითხები“, - განაცხადა ინაშვილმა.

დღის გადაცემები