19.04.2024 | 14:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი შიხიაშვილი - გაერომ და მათ შორის რუსეთმაც,  უნდა აღიაროს საქართველო, როგორც ნეიტრალური და სამხედრო მიუმხრობელი ქვეყანა [ვიდეო]

რეგიონში მიმდინარე მძიმე ვითარებამ და ქვეყნის მიმართ არსებულმა რისკებმა ნეიტრალიტეტის საკითხი საქართველოში სულ უფრო აქტუალური და აუცილებელი გახადა. ახალი დღის წესრიგის გათვალისწინებით სამხედრო მიუმხრობლობის აუცილებლობაზე საუბრობენ პატიოტთა ერთიან ფრონტში. საზოგადოებაც მიუმხრობლობის აუცილებლობაზე ღიად საუბრობს.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მათ შორის რუსეთმაც,  უნდა აღიაროს საქართველო, როგორც ნეიტრალური და სამხედრო მიუმხრობელი ქვეყანა. თუ ჩვენ, აბრეშუმის გზის გზაჯვარედინზე მდებარე სახელმწიფო, გავატარებთ სწორ პოლიტიკას და ვანახებთ ყველა მეზობელს, მსოფლიო თანამეგობრობას, რომ ამ ფუნქციით ჩვენ ბევრად საჭირო სახელმწიფო ვართ, ამ შემთხვევაში მეტი მეგობარიც გაგვიჩნდება და ფუნქციაშეძენილ სახელმწიფოს ნაკლები საფრთხეც ექნება“, - განაცხადა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი შიხიაშვილმა.

დღის გადაცემები