20.04.2024 | 05:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსი" პროკურატურისგან თაროზე შემოდებული საქმეების გამოძიებას მოითხოვს

"პატრიოტთა ალიანსი" მთავარი პროკურატურისგან თაროზე შემოდებული საქმეების გამოძიებასა და დამნაშავე რეჟიმის იმ წარმომადგენელთა დასჯას მოითხოვს, რომელთა გვარებიც სისხლიან 9 წელთან ასოცირდება. შესაბამისი განცხადებით, რომელსაც ხელს ათასობით მოქალაქე აწერს, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა შოთაძის უწყებას დღეს კიდევ ერთხელ მიმართა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პროკურატურა ვალდებულია, ეს საქმეები გამოიძიოს და დასაჯოს ყველა დამნაშავე. როგორც ინაშვილი ამბობს, საქმეების გამოძიებას პროკურატურას პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილება ავალდებულებს, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული 2004-2012 წლებში ჩადენილი მკვლელობები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

 

გამოუძიებელი საქმეების გარდა, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი კოჰაბიტაციაზე საუბრობს, რომელშიც "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობენ. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ისინი, სისხლიანი რეჟიმის დამნაშავე  წარმომადგენელთა გარდა, "ქართული ოცნების"  პოლიტიკური ელიტის იმ წარმომადგენელთა დასჯასაც მოითხოვენ, რომლებმაც ცდუნებას ვერ გაუძლეს და ჯალათ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობაში შევიდნენ.

 

"ჩვენ პირველად არ მოვდივართ პროკურატურასთან და პირველად არ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას. დღეს ჩვენ მორიგჯერ შევიტანთ ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად განცხადებას. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებით, რომელიც ეხება 2004-2012 წლებში ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა წამების, არაადამიანური მოპყრობის და ციხეებში პატიმრების გაუპატიურების ფაქტებს. არის ათასობით ფაქტი მოყვანილი ამ დადგენილებაში და კონკრეტული ჩვენებებია წარმოდგენილი. 2016 წლის 10 ივნისის პარლამენტის დადგენილება პირდაპირ და მკაფიოდ ამბობს, რომ ამ დანაშაულს ორგანიზებას უწევდნენ ქვეყნის მაშინდელი პირველი პირები. მე ახლა ვსაუბრობ სააკაშვილზე, ბოკერიაზე და სხვა პირებზე, რომლებიც იმ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილება მკაფიოდ ავალდებულებს პროკურატურას, დაიწყოს ამ საქმეების ფუნდამენტური გამოძიება.

 

დღეს პროკურატურასთან ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილია მხოლოდ წარმოდგენილი და თქვენ ხედავთ რამდენი ვართ - ამდენ ადამიანს პარტიები ვერ კრებენ პრეზენტაციაზე და ჩვენ შევიკრიბეთ დღეს მხოლოდ იმისათვის, რომ განცხადებაზე ხელმოწერები შედგეს. ეს პროცესი გაგრძელდება და არ შეწყდება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ დამნაშავეები პლაკატებიდან კი არ გვიღიმოდნენ და სულხან მოლაშვილის მამას ბოკერია კი არ დასცინოდეს პლაკატიდან, მიბრძანდნენ ციხეებში და აგონ პასუხი იმ დანაშაულებებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს. ის, რომ დღეს ეს პირები კიდევ ტივტივებენ პოლიტიკაში, არის "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა. უნდა დაისაჯოს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი, რომელმაც დანაშაულს ხელი დააფარა და  კოჰაბიტაცია გამოაცხადა.

 

გრძელდება ხელმოწერების შეგროვება ამ განცხადებაზე. ჩვენ ჩვენი თანამოქალაქეების ახალ-ახალი ხელმოწერილი განცხადება შეგვაქვს. ჩვენს მოთხოვნას უერთდება ათასობით ადამიანი. ხომ გახსოვთ, ჩვენ პარლამენტში გვქონდა შეტანილი რეზოლუცია, რომელიც მიზნად დამნაშავეების დასჯას და სააკაშვილ-ბოკერიების მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ისახავდა. რეზოლუცია, რომელსაც ხუთასი ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო და ხელი დააფარა დამნაშავეებს! მან ქართველი ხალხის ეს მოთხოვნა ფეხებზე დაიკიდა, მაგრამ ხალხი დაიკიდებს ფეხებზე ყველას, ვინც დამნაშავეებს ხელს დააფარებს! ქართველი ხალხი მოთხოვს პასუხს!"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები