26.04.2024 | 21:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გოჩა თევდორაძე - უნდა ვიმუშოთ იმაზე, რომ ნეიტრალიტეტი აღიარებულ იქნას გაეროს დონეზე [ვიდეო]

ხელისუფლებას არ აქვს კითხვაზე  პასუხი, ვინ იქნება სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, თუკი ქვეყანა სამხედრო რისკების პირისპირ დადგება.  არსებული   ვითარება  ადეკვატურად ''პატრიოტთა ალიანსში'' ჯერ კიდევ  უკრაინაში   დაწყებულ  ომამდე შეაფასეს. მაშინ, როცა ხელისუფლება დუმს,   გამოსავლის გზებზე საუბრობენ პატრიოტთა ერთიან ფრონტში. ამ მიზნით პარტიამ  კონცეფციაც მოამზადა. დოკუმენტის  შემუშავებაში აქტიურად  იყვნენ ჩართულები უცხოელი ექსპერტებიც. 

''როცა ვსაუბრობთ ნეიტრალურ ქვეყანაზე, პირველ რიგში ქვეყნის უზენაეს კანონში უნდა ავსახოთ ჩვენი ნება და კონსტირუციაში ჩავწეროთ, რომ საქართველო არის ნეიტრალური ქვეყანა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უთუოდ ნეიტრალური ხარ თუ ეს განმტკიცებული არ არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამიტომ,   ჩვენმა  ხელისუფლებამ, ოპოზოციამ, საზოგადოებამ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტი აღიარებულ იქნას გაეროს დონეზე - განაცხადა ''პატრიოტთა ალიანსის'' აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ. 

 

 

დღის გადაცემები