24.04.2024 | 00:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი - ნეიტრალიტეტის ცნება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე საერთოდ არ არსებობს

“ნეიტრალიტეტის შემთხვევაში,  ქვეყნის  უსაფრთხოების მთავარი გარანტია არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი ქვეყნების შეთანხმება. ეს არის ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შატატები. ამ ქვეყნების შეთანხმების საფუძველზე ხდება ნეიტრალიტეტის გარანტირება.  ამ ქვეყნების მიერ გაცემული გარანტიების გარეშე არანაირი ნეიტრალიტეტი არ არსებობს“ - აღნიშნა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა ბრიფინგზე.

“თეორიები, რომელიც ნეიტრალიტეტის თაობაზე დღეს ჟღერს, გასაოცარია.  ჯერ კიდევ 60 წლის წინ შეიქმნა მიუმხრობლობის მოძრაობა. ამ მოძრაობაში გაერთიანებულია 120 ქვეყანა. მათ შორის ქვეყნები, რომლებიც სხვადასხვა ბლოკში შედიან. ამ მოძრაობის მიზანია  იმსჯელონ და ჩამოაყალიბონ მკაფიო შეხედულებები  თუ რა არის ნეიტრალიტეტი, როგორი უნდა იყოს ის და რა უნდა იყოს ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფის, უსაფრთხოების გარანტიები.

60 წელია საუბრობენ უსაფრთხოების გარანტიებზე. დღეს, თანამედროვე მსოფლიოში, ნეიტრალიტეტის ცნება უსაფრთოხების გარანტიების გარეშე საერთოდ არ არსებობს. ნეიტრალიტეტის სხვადასხვა მოდელები არსებობს, მაგრამ ყველაზე ჩამოყალიბებული მოდიელი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არანაირ სამხედრო ბლოკში არ შევა, ქვეყანაში უცხო ქვეყნების  სამხედრო ბაზები არ იქნება, არ აიქნება უცხო ქვეყნის სამხედროები და არ ჩატარდება სამხედრო წვრთნები უცხო ქვეყნების მონაწილეობით. სხვაგან შესაძლოა ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა ოპერაციებში. უსაფრთხოების მთავარი გარანტია არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი ქვეყნების შეთანხმება. ეს არის ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შატატები. ამ ქვეყნების შეთანხმების საფუძველზე ხდება ნეიტრალიტეტის გარანტირება.  ამ ქვეყნების მიერ გაცემული გარანტიების გარეშე არანაირი ნეიტრალიტეტი არ არსებობს“-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები