19.04.2024 | 10:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს!
"პატრიოტთა ალიანსის" რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ჯიბლაძე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და 8 ნომრის შემოხაზვისაკენ მოუწოდებს. ჯიბლაძის განცხადებით, "პატრიოტები" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყებენ სამართლიანობის აღდგენას, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე აგრარული სექტორის განვითარებასა და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას განათლების სისტემაში. მისი თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის და ყველგან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
"რუსთავის, გარდაბნისა და სრულიად საქართველოს ამომრჩეველმა "პატრიოტთა ალიანსი" უნდა აირჩიოს იმიტომ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყებთ სამართლიანობის აღდგენას, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, დამნაშავე პირების დასჯას! მოსახლეობამ უნდა აირჩიოს "პატრიოტთა ალიანსი", რადგან ჩვენ ვართ სუფთა ძალა. ჩვენ ვერავინ და ვერაფერს წამოგვაძახებს, ვერ გვაიძულებს, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გავაკეთოთ რაიმე. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში დაბალანსებული პოლიტიკის გატარება, რომელიც ჩვენს სამშობლოს გააერთიანებს და საშუალებას მოგვცემს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო იყოს ჩვენთან ერთად ძმურ ოჯახში. იმიტომ უნდა აგვირჩიონ, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ ეკლესიის როლის ზრდას ქვეყანაში - იმ ეკლესიის, რომლის დაკნინების მცდელობაც მიმდინარეობს მთელი ამ 17 წლის განმავლობაში. ჩვენ შევძლებთ, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის სერიოზული რეფორმების გატარებას, რომლის საშუალებითაც საქართველო ეკონომიკურად წელში გაიმართება. იმიტომ უნდა აგვირჩიოს მოსახლეობამ, რომ ჩვენ შევძლებთ აგრარული სექტორის განვითარებას. რაც მთავარია, ჩვენ განათლების სისტემაში მნიშვნელოვან რეფორმას გავატარებთ. ჩვენ დეცენტრალიზაციის საშუალებით რეგიონებს მეტ ეკონომიკურ რესურსსა და უფლებებს მივცემთ!" - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.
დღის გადაცემები